Saturday, October 1, 2016

მეცხრე დღე


ეს  დღე  საინტერესოდ  წარიმართა,   გადავხედეთ  ჩვენი   პროექტების გეგმებს,  გავიხსენეთ
  და  შევაჯამეთ  ყველა  ის  მასალა  რაც  ამ ცხრა დღეში   ვისწავლეთ.მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები,ყველამ წარმოადგინა პროექტები საინტერესოდ და დამაჯერებლად.დიდი  მადლობა  ასეთი  საინტერესო  დღეებისათვის.  მადლობა  თქვენ  ქალბატონო  მანანა.  ნამდვილად  კარგი  პედაგოგი  ბრძანდებით.

Saturday, September 24, 2016


დღე  მეშვიდე

   ვიმუშავეთ  პროცედურებზე.  განვიხილეთ  გარდნერის  მრავალმხრივი  ინტელექტის  შესახებ  პრეზენტაცია  და  შევქმენით  დიფერენცირების  კითხვარი.შევქმენით  ხარაჩო -პრეზენტაციის შაბლონი.დავალებად მოგვცა ერთმანეთის ბლოგზე კომენტარების დაწერა.

Sunday, September 11, 2016

მეოთხე დღე

   განვიხილეთ კითხვები  ვიმუშავეთ შეფასებებზე. გავეცანით მეორე მოდულის მესამე აქტივობის მიზნებს თითოეულ მიზანს შევუსაბამეთ მეთოდები და ინსტრუმენტები.შევქმენით ვიცი მიინდა ვიცოდე დიაგრამა. მივიღეთ დავალებები.

Saturday, September 10, 2016

ტრენინგის მესამე დღე

შევამოწმეთ სტანდარტები იყო თუ არა მაღალი სააზროვნო უნარების.    ამისათვის შევადარეთ ბლუმის ტაქსონომიას . სტანდარტების შესაბამისად შევადგინეთ მიზნები.   რომელსაც შევაფასებთ . გავეცანით ზოგად ,თემატურ ,და შინაარსობრივ კითხვებს,

Sunday, September 4, 2016

დღე მეორე

გავეცანით პროექტის იდეებს და დავიწყთ პროექტის გეგმის შევსება
მოვძებნეთ საგნის შესაბამისი სტანდარტები და ინდიკატორები და შევიტანეთ გეგმაში.
ავტვირთეთ ჩვენი პორტფოლიო დრაივში.